დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება

საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკი იქმნება

16-08-2024 18:38:00

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ძვლის ტვინის გადანერგვის კომპონენტს კიდევ ერთი კვლევის დაფინანსება დაემატება, რაც საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრი შექმნას შესაძლებელს გახდის, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა ბანკის შექმნა ძვლის ტვინის დონორთა მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით ხორციელდება.

ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, მოხალისეებს ძვლის ტვინის ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის განსაზღვრისა და სხვა კვლევები ჩაუტარდებათ, რასაც მუნიციპალიტეტი დააფინანსებს.

„მომავალში ასეთი რეესტრის არსებობა პაციენტებს საშუალებას მისცემს ონკოლგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მართვის ყველა სამედიცინო მომსახურება  ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა ყველა კვლევა, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

ჩვენ მუდამ მზად ვართ, ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე მისი საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები