დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში დამზადებული ფაგები ექსპორტზე 8 ქვეყანაში გადის - „ბიოქიმფარმი“

საქართველოში დამზადებული ფაგები ექსპორტზე 8 ქვეყანაში გადის - „ბიოქიმფარმი“

17-08-2024 10:30:00

„აღსანიშნავია, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ღვინის, არამედ ფაგების სამშობლო. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და პოპულარული პროდუქტი არის ფაგიო, რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ და განსაკუთრებით პედიატრიაში. რადგან ის ეფექტურად და უსაფრთხოდ ანაცვლებს ანტიბიოტიკებს“, - ამბობს რატი ღოლიჯაშვილი კომპანია „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი.

მისი თქმით, სამი ძირითადი განმასხვავებელი აქვს ფაგებსა და მის პრეპარატებს ანტიბიოტიკებთან შედარებით.

„ანტიბიოტიკები არ არის სპეციფიკური, ფაგები სპეციფიკურია და ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. ანტიბიოტიკებს გააჩნიათ მრავლობითი გვერდითი ეფექტები, ხოლო ფაგებს არა. ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში ხშირად ვითარდება რეზისტენტობა. ფაგების შემთხვევაში ეს არის იშვიათი და ჩვენ შეგვიძლია ვიპოვით ახალი ფაგი რომელიც გაანადგურებს რეზისტენტულ ბაქტერიას“, - ამბობს „ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი. 

Biochimpharm • ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ჯანსაღ ალტერნატივას ქმნის.

ეს არის მსოფლიოში ერთადერთი საწარმო, რომელიც ინდუსტრიული მასშტაბით აწარმოებს ფაგის პრეპარატებს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებულ ევროპული GMP სტანდარტის შესაბამისად.

2021-2024 წლებში, სააგენტოს სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 3,5 მლნ. ლარამდე მხარდაჭერა მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები