ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვებაში, საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალს ესწრებოდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და სათხილამურო ფედერაციის მრჩეველი, მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანიის, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი. საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოში ვიზიტით მყოფი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იოჰანეს ელიაში.
პატრიკ ლანგი 2016 წლიდან საქართველოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. სწორედ მისი დამსახურებით, საქართველომ, 2018 წელს მოიპოვა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარების უფლება.
უახლესი
48 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა