დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Amazon-ის აქციათა წილი 1,7%-ია

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Amazon-ის აქციათა წილი 1,7%-ია

11-12-2024 18:00:00

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში ნოემბრის მდგომარეობით Amazon-ის აქციათა წილი 1,7%-ია. 

როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 0,1%-ით გაიზარდა. ოქტომბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში ამერიკული ონლაინ მაღაზიის აქციათა წილი 1,6%-ს შეადგენდა. სექტემბრის მდგომარეობით აქციების პორტფელში Amazon-ის აქციები 1,2%-ის დონეზე იყო, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 29%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 1,7%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 3,4%-ს შეადგენდა.

საგულისხმოა, რომ ნოემბერში Amazon-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი  TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზეა. ასევე იყო ოქტომბერშიც. თუმცა სექტემბერში და აგვისტოში მეხუთე პოზიციას იკავებდა.

30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.41 მილიარდ ლარს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.0% და 13.2% იყო. 

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.3%, დაბალანსებულში 30.4%, ხოლო კონსერვატიულში 17.0% იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები