ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.3 მლრდ დოლარს (8 264 521 ათასი დოლარი) შეადგენს, რაც ლარში დაახლოებით 21.7 მლრდ ლარია (21 712 549 ათასი ლარი).
2022 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.1 მლრდ დოლარს (8 127 869 ათასი ლარი) შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 25.6 მლრდ ლარს ( 25 635 300 ათასი ლარი) უდრიდა.
თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 7,8 მლრდ დოლარით განისაზღვრა (7 836 652 ათასი დოლარი), ეროვნულ ვალუტაში კი ის 20,6 მლრდ ლარია (20 588 452 ათასი ლარი)
2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი