დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12-08-2024 10:26:00

საქართველოს საელჩო საბერძნეთში ხანძართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მითითებებს.

„ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერბს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.

საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საბერძნეთში, ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. სტიქია ათენთან ახლოს მძვინვარებს. ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრებს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა. 30 000-ზე მეტი ადამიანი ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში უკვე გადაიყვანეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები