როგორც წესი, არც კერძო და არც საჯარო განათლება არ იძლევა კარგი შედეგების გარანტიას, ამიტომ ქვეყნები სხვადასხვა მოდელს ირჩევენ. თუმცა, კერძო სკოლების წილის ზრდა გლობალური ტრენდია და 2010-20 წლებში გაიზარდა 4.5 პროცენტული პუნქტით. შედეგად, კერძო სკოლებში ჩარიცხვის საშუალო რიცხვი გლობალურად 22.8%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა უფრო თვალსაჩინოა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევაშია ნათქვამი.
იმის აღქმამ, რომ კერძო სკოლებში სწავლის უკეთესი ხარისხია, განაპირობა საქართველოში კერძო ჩარიცხვების მზარდი ტენდენცია (საშუალო წლიურად 1.5%-იანი ზრდა 2010-22 წლებში).
შედეგად, კერძო სკოლების წილი ჯამურ ჩარიცხვებში 10.1% შეადგენდა 2022 წელს (8.9%, 2010 წელს), რაც რეგიონის ქვეყნებთან (3.2%) შედარებით მაღალია.
კერძო სკოლებში ჩარიცხვები ყველაზე მაღალია დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში
მოსალოდნელია კერძო სკოლებში ჩარიცხვების წილის ზრდა 11.3%-მდე - დაახლოებით 73.2 ათასი მოსწავლე 2027/28 წლისთვის. ზრდა განპირობებული იქნება ურბანიზაციით და დიდ ქალაქებში კონცენტრირებული მოთხოვნითა და მაღალი შემოსავლით.
თბილისი, ბათუმი და ქუთაისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქებია კერძო სკოლებისთვის მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის გამო.
კერძო სკოლები ქალაქების მიხედვით, 2022/23
თბილისი - სკოლების რაოდენობა- 112, მოსწავლეების რაოდენობა - 39,933, მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში 357.
ბათუმი - სკოლების რაოდენობა - 17, მოსწავლეების რაოდენობა - 6,513, მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში - 383
ქუთაისი - სკოლების რაოდენობა -10, მოსწავლეების რაოდენობა - 3,609, მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში - 361,
რუსთავი - სკოლების რაოდენობა -7, მოსწავლეების რაოდენობა -894, მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში - 128
სხვები - სკოლების რაოდენობა - 66 , მოსწავლეების რაოდენობა - 11,645 , მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში - 176,
სულ - სკოლების რაოდენობა -212, მოსწავლეების რაოდენობა - 62,594, მოსწვლეების რაოდეობა ერთ სკოლაში - 295.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია