დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ ქალაქებში გაკონრტროლდება მანქანების გამონაბოლქვი

საქართველოს რომელ ქალაქებში გაკონრტროლდება მანქანების გამონაბოლქვი

13-07-2023 12:50:25

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლს სექტემბრიდან ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყებენ.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

სანქციები შემდეგ ჯარიმებს ითვალისწინებს:

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით,  განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში კი - 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში - 1 500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3 000 ლარით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები