დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში 7 პაციენტს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარდა - სააგენტო

საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში 7 პაციენტს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარდა - სააგენტო

06-10-2023 12:15:08

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრში" უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სამედიცინო დაწესებულებაში, შვიდ პაციენტს, გეგმიური ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს კოლოპროქტოლოგიის ცენტრს", ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვის მოთხოვნით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის არ მოუმართავს. 

შესაბამისად, დაწესებულებას არ გააჩნია  უფლება განახორციელოს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურება.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები