დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს განვითარების ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანსა“ და თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ კომპანია ATC-ში ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების დადგენას იწყებს

საქართველოს განვითარების ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანსა“ და თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ კომპანია ATC-ში ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების დადგენას იწყებს

26-10-2023 10:00:16

სს „საქართველოს განვითარების ფონდმა“ (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) ინვესტიციების შეფასების მომსახურების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ფონდმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 234 000 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კი მსურველებმა შესაბამისი წინადადებები 6 ნოემბრის 14:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

ინვესტიციების შეფასების ტექნიკური დავალება კი ითვალისწინებს სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების ბიზნესის შეფასებაა, რაც გულისხმობს ფონდის ინვესტიციის სამართლიანი ღირებულების დადგენას 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

საუბარია სულ ორ ობიექტზე:

  • სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ (ATC) - ფონდი ფლობს აქციათა 66.66%-ს; 
  • სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ (სასტუმრო) - ფონდი ფლობს აქციათა 100%-ს;

აღნიშნული ორი ბიზნეს სუბიექტისწ ბიზნესების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ანგარიშში ცალკე ჩანდეს მათი უძრავი ქონების და სხვა ძირითადი საშუალებების შეფასება.

ტენდერის მსვლელობისას ლარში დაფიქსირებული ფასი, ტენდერში წინადადების წარდგენის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით გადაყვანილი იქნება აშშ დოლარში. ანგარიშსწორებისას ყოველი კონკრეტული მომსახურეობის გაწევის დასრულებისას მოხდება ანაზღაურება გაწეული მომსახურების მიღების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ლარში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები