„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების და ახალგაზრდების უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვუჭერთ მხარს მოსწავლეებში STEM მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მათში მომავალი პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას.“, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ განაცხადა
მისი თქმით, ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, საქართველოს ბანკი არაერთ პროექტს ახორციელებს.
„ამ მიმართულებით, STEM ოლიმპიადა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის პირველი ტურიც წელს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ მიიღო. ჩვენი ინიციატივის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესი და დადებითი უკუკავშირი თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, STEM ოლიმპიადის პირველი, თეორიული ტური საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 120-ზე მეტმა სკოლამ და 700-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. პირველი ტურის ფარგლებში, თითო სკოლის სახელით, თითო გუნდი ასპარეზობდა. მოსწავლეებმა მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში გაიარეს ტესტირება.
ფინალისტების ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ისინი ერთმანეთს მაისში, ფინალში, პრაქტიკულ ტურში შეეჯიბრებიან.
უახლესი