დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გემო ფესტთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გემო ფესტთან დაკავშირებით დამატებით რეისებს ნიშნავს

22-02-2024 10:00:00

უკვე მეორედ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყველაზე გემრიელი გასტრონომიული ფესტივალის, პარტნიორი ხდება და ამჯერად ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 24-25 თებერვალს მესტიაში ელოდება. გემო ფესტთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ ნატახტარიდან-მესტიის მიმართულებით და პირიქით, დამატებითი რეისები დანიშნა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიულ ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანება, რეგულარულ ფრენებთან ერთად 22, 23, 25 და 26 თებერვალს ნატახტარი-მესტია, მესტია-ნატახტარის მიმართულებით და უკან, რეგულარულთან ერთად დამატებით რეისებს შეასრულებს.
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, უკვე მეორედ უერთდება გემო ფესტს და ქუთაისის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ამჯერად მესტიაში გმასპინძლობთ. მესტიის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს. გასტრონომიული ფესტივალთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 4 რეისი დაამატა, რაც ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ფესტივალზე დასასწრებად. შევხვდებით მესტიაში,-‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
24-25 თებერვალს, გემო ფესტი მესტიის ცენტრში გაიმართება, სადაც შეფების და ადგილობრივი მზარეულების მიერ სვანური კულინარიის ახლებური ხედვა იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები