საქართველომ 2023 წელს 4%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა ვიდრე აწარმოვა. როგორც სემეკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოებამ 14 395.8 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო მოხმარებამ 14 917.1 მლნ კვტ/სთ.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 1%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს ჯამურად გენერაცია 14 395.8 მლნ კვტ/სთ იყო, 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 246.6 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა.
ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა.
2023 წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის 75%-ი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის, საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ჰიდროელექტროსადგურებმა სულ 10 863.2 მლნ კვტ/სთ-ს ელექტროენერგია გამომიმუშავეს, ზრდა წინა წელთან შედარებით 1%-ია.
რაც შეეხება მოხმარებას, რომელიც 2023 წელს 14 917.1 მლნ კვტ/სთ-ი შეადგინა, გასულ წელთან შედარებით 4%-ითაა შემცირებული. 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15 521.2 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
უახლესი
14 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია დღეს გაიმართება1 დღის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად