დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 51%-ი ევროკავშირში იყიდება

საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 51%-ი ევროკავშირში იყიდება

04-10-2024 15:00:00

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 40,437.17 ათასი დოლარის ღირებულების 6,062.81 ტონა თხილი გაიტანა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 8,442.36 ტონა თხილი გაიტანა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 51%-ი ევროკავშირში იყიდება. 2024 წლის რვა თვეში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 3,078.43 ტონა თხილი გადაიზიდა.

ქართული თხილის ყველაზე დიდი მომხმარებელი ესპანეთია, რადგანაც სწორედ ესპანეთზე მოდის მთლიანად თხილის ექსპორტის 17%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილის ექსპორტი განახორციელა:

  • ესპანეთი - 1,018.00 ტონა,
  • სომხეთი - 603.13 ტონა,
  • რუსეთი - 449.50 ტონა,
  • იტალია - 378.84 ტონა,
  • გერმანია - 338.51 ტონა.
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები