საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ტურისტებისთვის, - აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე და ამით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპს ხსნის და მიიჩნევს, რომ უცხოელ ტურისტებში საქართველოს პოპულარულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მისივე განმარტებით, COVID-პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ, რაც აეროპორტში ტრაფიკის ზრდის წინ პირობაა.
„ვფიქრობ, რომ COVID-პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო ბევრს მოგზაურობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ტურისტებისთვის. ვერ გამოვყოფ ვერც ერთ რეგიონს, რადგანაც ყველა რეგიონი წელს საკმაოდ დატვირთული იყო. საქართველოსადმი ინტერესს ალბათ განაპირობებს სტაბილურობა, სიმშვიდე, ავთენტური კულინარია, სამზარეულო, რაც იზიდავს საქართველოს შემთხვევაში ტურისტებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ევროპულ ავიაკომპანიებთან და არა მხოლოდ. თუმცა ევროპულს გამოვყოფ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში საუბრობენ იმაზე, რომ აზიიდან მოიმატა რეისებმა. მხოლოდ აზიიდან არა, ჩვენთან ევროპიდანაც იზრდება მიმართულებები და სიხშირეები. წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო Austrian Airlines-მა, Transavia-მ, ხოლო მომავალ წელს დაზუსტებულად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მიმართულებით ფრენებს 3 ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს“, - ამბობს თეა ზაქარაძე.
უახლესი
11 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე13 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს