საქართველოდან ზუთხის ხიზილალას ექსპორტი 425%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 0,21 ტონა ზუთხის ხიზილალა გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0.04 ტონა.
მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან ექსპორტირებული ზუთხის ხიზილალას საერთო ღირებულებამ 111.85 ათასი დოლარი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებლებით კი ექსპორტზე 15.00 ათასი დოლარის ხიზილალა გავიდა.
ირკვევა, რომ საქართველოში წარმოებული ზუთხის ხიზილალისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ავსტრალია. ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნიდან ექსპორტირებული ზუთხის ხიზილალაში 48%-ი სწორედ ავსტრალიაზე მოდის, ხოლო 29%-ი სინგაპურზე.
2024 წლის იანვარ-აპრილში ქართული ზუთხის ხიზილალა სულ 6 ბაზარზე გაიყიდა:
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ზუთხის ხიზილალას ექსპორტი 2015 წელს, 2019 წელს, 2023 წელს და მიმდინარე 2024 წელს დაფიქსირდა.
უახლესი
17 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI19 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა