დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო, კენია და არაბთა გაერთიანებული საამიროები - რა პროექტებს ახორციელებს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ი

საქართველო, კენია და არაბთა გაერთიანებული საამიროები - რა პროექტებს ახორციელებს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ი

02-03-2025 04:35:00

NEXT - საერთაშორისო დეველოპერია, რომელიც ექვსწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური ხედვით ქმნის ტრანსფორმაციულ პროექტებს. NEXT-ის მისიაა თანამედროვე არქიტექტურისა და ფუნქციური დიზაინის შერწყმით ახალი სტანდარტები დაამკვიდროს უძრავი ქონების სფეროში.

როგორც Business Insider Georgia- საერთაშორისო დეველოპერულ კომპანია NEXT-ში განუცხადეს, კომპანიის პროექტები გამოირჩევა პრემიალური, ტურისტულად მიმზიდველი ლოკაციებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით, ბრენდული მატერიალებითა და ინოვაციური, შთამბეჭდავი არქიტექტურით.

სამ კონტინენტზე 14 პროექტითა და 450,000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და კომერციული ფართით, NEXT-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც გლობალური ინოვატორი. მრავალფეროვანი პორტფოლიო, რომელიც ინვესტორებს 65 ქვეყნიდან იზიდავს, მოიცავს ბიზნეს პროექტებსა და ბრენდულ რეზიდენციებს წამყვან საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან პარტნიორობით.

NEXT GARDENS

პირველი ბრენდული რეზიდენცია NEXT-ისგან. ეს ინოვაციური პროექტი აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის გამოცდილებას.

ის მდებარეობს კვარიათში. NEXT Gardens- ახლებურად გადმოსცემს ზღვისპირა ცხოვრებას დახვეწილი დიზაინით და ინოვაციური გადაწყვეტილებებით. პირველ სანაპირო ზოლზე მდებარე კომპლექსი გამშვნებულია ზეთისხილის ბაღითა და მისი თითოეული აპარტამენტი გთავაზობთ გასაოცარ ხედებს მთებსა და ზღვაზე. პროექტი დასვენებისა და კომფორტისთვის არის შექმნილი.

NEXT Collection

საინვესტიციო-საცხოვრებელი რეზორტი ბოტანიკური ბაღის მახლობლად. NEXT Collection 5 ვარსკვლავიანი რეზორტია, რომელიც სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს.
არქიტექტურული ფორმები, ბრენდული მასალები და შერჩეული ფერთა პალიტრა ქმნის იდეალურ ბალანსს. NEXT Collection გთავაზობთ ინვესტიციის უნიკალურ შესაძლებლობას მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსში.

NEXT DOWNTOWN

პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც შთაგონებულია ბათუმის ისტორიით და ახლებურად გადმოსცემს ქალაქის ძველ სილამაზეს.

NEXT Downtown აერთიანებს საუკუნოვან მემკვიდრეობასა და საუცხოო დიზაინს, თითოეული დეტალი კი გათვლილია იმისთვის, რომ წარმოაჩინოს ძველი ბათუმის ხიბლი. ეს საცხოვრებელი კომპლექსი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიძიროთ წარსულის ატმოსფეროში, და ამავე დროს ისიამოვნოთ თანამედროვე კომფორტული ცხოვრების ყველა უპირატესობით.

NEXT Address

უნიკალურ "all in one" კონცეფციაზე აგებული მრავალფუნქციური კომპლექსი.

NEXT Address მდებარეობს ბათუმში, ქალაქის ბიზნეს ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან მხოლოდ 700 მეტრში.
NEXT Address-
არის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი ბათუმში, რომელიც გთავაზობთ უნიკალურყველაფერი ერთ სივრცეშიკონცეფციას ცხოვრების, ბიზნესისა და დასვენებისთვის.

TBILISI DOWNTOWN

NEXT-ის პირველი ბრენდული რეზიდენცია თბილისში, რომელიც ასახავს ძველი თბილისის არქიტექტურულ-კულტურულ უნიკალურობასა და ავთენტურ ხასიათს.

პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, რომელიც მულტიკულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური ატმოსფეროს მატარებელია. უძველესი უბნის ქუჩებში, ქაოსისა და ურბანული ხმაურისგან შორს, ერთდროულად იგრძნობა თბილისური ტრადიციების სიმდიდრე და დროის სვლით მოტანილი სიახლეები.

NEXT AMANI

მდიდრული ცხოვრებისა და ეგზოტიკის სრულყოფილი ბალანსი კენიაში. ის მდებარეობს ტატუ სითის ბიზნეს უბანში — TATU CENTRAL-ში. ტერიტორია აერთიანებს მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც შედგება ტყეების, პარკებისა და ყავის პლანტაციებისგან. ტატუში გამგზავრება შეგიძლიათ რამდენიმე ძირითადი ავტომაგისტრალის მეშვეობით, იგი ახლოსაა ქალაქ ნაირობთან, აეროპორტთან და კასარანის სტადიონთან.

ტატუ სითი მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს, რაც ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოსა და ინტეგრირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

Villa by next

Villa by next დუბაიში - შექმნილია ჰარმონიული ცხოვრებისთვის, ბუნებასა და დიზაინს შორის ბალანსით. აღნიშნულ პროექტში ვილა არ არის მხოლოდ სახლიეს არის თქვენი ოცნებებისა და მიზნების გამოხატულება. ძველი სიბრძნისა და თანამედროვე დიზაინის ჰარმონიული გაერთიანება, სადაც ენერგია უწყვეტად მიედინება და თითოეულ სივრცეს თავისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია.

NEXT Coral

პრემიუმ აპარტამენტების კომპლექსი დუბაის კუნძულების პირველ სანაპირო ზოლში.  
NEXT CORAL კომფორტის, მდიდრული სერვისის, ეკო-მეგობრულობისა და ინოვაციურობის ერთობლიობა ვიზუალზე აქცენტით.

RADISSON BLU RESIDENCES

პრემიალური საინვესტიციო რეზიდენცია გონიოში - ზღვის ლურჯი და მწვანე მთების პანორამული ხედებით.
Radisson Blu Residences ექსკლუზიური საინვესტიციო შესაძლებლობაა. Radisson Blu- სახელის ქვეშ არსებული რეზიდენციები, მდიდრულ საცხოვრებელთან ერთად მაღალი შემოსავლების პოტენციალსაც გვთავაზობს.

WYNDHAM RESIDENCES

Wyndham-ის ბრენდული რეზიდნეცია გონიოში. Wyndham Residences გარშემორტყმული თვალწარმტაცი აჭარის მთებით და მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა სანაპირო ზოლში..
Wyndham Branded Residences
ასახავს Wyndham International-ის საერთაშორისო სტანდარტებს, აერთიანებს ხარისხს თანამედროვე დიზაინთან. საინვესტიციო პროექტი გვპირდება კომფორტს და პრაქტიკულობას, რაც მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ ინვესტიციიდან მაღალ შემოსავლებს პრესტიჟულ გარემოში.

VILLA PARK

კეთილმოწყობილი კომპლექსი Villa Park უზრუნველყოფს მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ ცხოვრებას ბუნებასთან ახლოს

ვილების თანამედროვე დიზაინი, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავდა.

NEXT APARTMENTS

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტის შესაბამისად, Next Apartments-ის ინტერიერის დიზაინი დახვეწილი გემოვნებითაა შერჩეული. გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით.

NEXT WHITE

ელეგანტური ინტერიერის მქონე აპარტამენტები ზღვასთან ახლოს. მისი ინტერიერის დახვეწილი დიზაინი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს თავისი თანამედროვე სტილითა და კეთილმოწყობის ხარისხით.

NEXT GREEN

მაღალფუნქციური აპარტ-ოტელი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ყველაზე მშვიდ და მწვანე სანაპიროზე.5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტის შესაბამისად, Next Green-ის ინტერიერის დიზაინი დახვეწილი გემოვნებითაა შერჩეული. გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაღალი ხარისხის ავეჯითა დატექნიკით.

NEXT-ის პორტფოლიოში მრავლადაა 5-ვარსკვლავიანი ბრენდული რეზიდენციებიაპარტ-სასტუმროები, ვილები და ბიზნეს აპარტამენტები. აღნიშნულ პროექტებს კიკომპანია Radisson BLU, Wyndham, Damac და Tatu City-სთან პარტნიორობით აშენებს.

NEXT- ამჟამად აშენებს საქართველოში, კენიასა და დუბაიში, თუმცა სამომავლოდ მასშტაბებისა და ლოკაციების გაფართოება იგეგმება.

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები