დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ევროკავშირის 2024 წლის თანამედროვე არქიტექტურის კონკურსის მოკლე სიაშია

საქართველო ევროკავშირის 2024 წლის თანამედროვე არქიტექტურის კონკურსის მოკლე სიაშია

19-01-2024 17:13:00

„თბილისის ურბანული ტყე" (ნარიყალას ქედის ტყე) იმ 40 ნამუშევარს შორის მოხვდა, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის/მის ვან დერ როეს კონკურსის (EUmies Awards) ჟიურიმ 20 ქვეყნიდან წარდგენილ 362 ნამუშევარს შორის შეარჩია და მოკლე სიაში შეიყვანა. 
 
არქიტექტურის კონკურსის ჯილდოები ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა გამორჩეულ და ინოვაციურ ნამუშევრებზე, რომლებიც „შემოქმედებითი ევროპის" მონაწილე ქვეყნების არქიტექტორებმა წინა ორი წლის განმავლობაში შექმნეს. 
 
ნარიყალას ბოტანიკური ბაღი თბილისის ცენტრში მე-20 საუკუნის შუა წლებში შექმნეს საბჭოთა ბიოლოგებმა. მათ ფიჭვის მონოკულტურები ეროზიის შესამცირებლად და ქალაქის კლიმატის გასაგრილებლად დარგეს. მავნებლებისა და სოკოების ზემოქმედებით ძველი ნარგავები საგრძნობლად განადგურდა, ეს კი ხანძრის საშიშროებას ქმნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.
 
2020 წელს თბილისში დაიწყო პროექტი, რომლის მიზანიც ქალაქის ურბანული ტყის ენდემური და კლიმატთან ადაპტირებული სახეობებით გამდიდრებაა. ნარიყალაში გატყიანების ახალი მიდგომა შეიქმნა და გამოიცადა, რომელიც ეკოლოგიას, ტექნოლოგიას და ესთეტიკას აერთიანებს.
 
კონკურსის, EUmies, ჟიური ფინალისტებს მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადებს. ამის შემდეგ ჟიურის წევრები ფინალში გასულ ნამუშევრებს ადგილზე მოინახულებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
 
არქიტექტურისა და პერსპექტიული არქიტექტურის ნომინაციების გამარჯვებულები აპრილში გამოცხადდებიან, დაჯილდოების ცერემონია კი მაისში ბარსელონაში, მის ვან დერ როეს პავილიონში გაიმართება. არქიტექტურის პრიზის მფლობელს 60,000 ევრო გადაეცემა, ხოლო პერსპექტიული არქიტექტურის ნომინაციაში გამარჯვებული 30,000 ევროთი დაჯილდოვდება

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები