დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სადილის“ ბრენდით პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავა

„სადილის“ ბრენდით პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავა

11-07-2023 10:45:03

 

მზა საკვების მწარმოებელი კომპანია ,,სადილი“ წარმოების ზრდასთან ერთად, ექსპორტზე აქტიურ ნაბიჯებს დგამს. აზერბაიჯანის შემდეგ აშშ იქნება მეორე ქვეყანა, სადაც ქართული ბრენდი „სადილი“ შესვლას გეგმავს.

როგორც კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებისა და შესაბამისი სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ

„სადილი“ აშშ-ში გაიყიდება. კომპანიის საქმიანობისთვის წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით საინტერესოა. ვაგრძელებთ წარმოების გაფართოებასა და მდგრად განვითარებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი პროდუქციის სარეალიზაციო არეალი ფართოვდება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე გლობალური მასშტაბითაც. ამ ეტაპზე საქართველოში რამდენიმე ქსელურ მარკეტში ვართ წარმოდგენილი და ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე ქსელური მარკეტების უმეტესობა მოვიცვათ.

გარდა ამისა, აზერბაიჯანში გავედით, ახლა კი ამერიკულ ბაზარზე გასასვლელად ვემზადებით, რის შესახებაც მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. აშშ-ში მონაწილეობა მივიღეთ სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში „Gulfood ????“, სადაც შევხვდით პოტენციურ მყიდველებს და წარმატებული მოლაპარაკებაც ვაწარმოვეთ. ქართული ბრენდის დაშვებისთვის ახლა ვმუშაობთ ამერიკის ბაზრის სპეციალური სერტიფიკატის მიღებაზე. სავარაუდოდ, უკვე სექტემბრიდან ექსპორტისთვის მზად ვიქნებით“, - ამბობს ამიკო კალანდია.

აღსანიშნავია, რომ სადილი სულ ცოტა ხნის წინ Golden Brand 2022-ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ,,ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჯილდოა ვინაიდან, ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი ვართ და ამის აღიარება ძალიან სასიამოვნოა“, - დასძენს კალანდია Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები