საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ უპირობო ლიდერი კვლავ Mastercard-ია. სებ-ის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4,209,642 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის. მიმდინარე მაჩვენებლები კი იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 0,2%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2023 წლის იანვართან შედარებით 4%-იან ზრდას.
იანვრის მდგომარეობით აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 31%-ს VISA.
2024 წლის 31 იანვრისთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2,530,941 ბარათი იყო. კლება წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 18%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში სადებეტო ბარათების რაოდენობა 12%-იან ზრდას აჩვენებს. 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის მთლიანობაში საუბარია მიმოქცევაში არსებულ სულ 8,270,754 ერთეულ ბარათზე.
უახლესი
7 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO8 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში