ქვეყანაში სუნამოების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ
17,098.06 ათასი დოლარის ღირებულების 443.30 ტონა სუნამოები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,166.62 ათასი დოლარის ღირებულების 403.01 ტონა სუნამო. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების ღირებულება 41%-ითაა გაზრდილი, ხოლო მოცულობის კუთხით ზრდა 10%-ია.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოებს იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება, მეორე ადგილზე კი ესპანეთია. 2024 წლის 5 თვეში ქვეყანაში სუნამოების იმპორტი სულ 36 ქვეყნიდან განხორციელდა.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოები იყიდა:
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სუნამოების იმპორტის მაჩვენებელი მზარდია. 2023 წელს ქვეყანამ ყველაზე მეტი, 37,493.20 ათასი დოლარის ღირებულების სუნამოები იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან 44%-ითაა გაზრდილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა