საბანკო სექტორში რყევა მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„სანქცები უნდა აღსრულდეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გარკვეულ დაზუსტებას ვაკეთებთ ამ პროცედურის. როდესაც ხდება აღსრულების პროცედურის დაზუსტება ეს ხელს უწყობს პროგნოზირებადობას, რომ კვლავ განუხრელად განვაგრძობთ სანქციების შესრულებას. არ იქნება რაიმე რყევა. პირველ რიგში ვიმოქმედებთ ჩვენი სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თურნავამ.
უახლესი