საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც დღეს გამართულბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციისზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებსაჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივენომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატისსახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებპერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსიტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენარჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთადაგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულფუნქციონირებას.
სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციისთანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენებისმცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზეზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულადხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.
ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრორთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს.
მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისთანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელიშეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას.
აქვე მივმართავ იმ პირებს თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგისმომტანი.
ჩვენის მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერიდესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობასწარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში დაუზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.
საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერიინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულსაქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესებისშელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველაზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
უახლესი
9 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა