დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 41,3%-ით გაიზარდა

რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 41,3%-ით გაიზარდა

09-05-2023 10:16:32

ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აპრილში 1,9%-ით 1,94 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, 

„ამ პერიოდში ჩინეთიდან ექსპორტი 2,5%-ით გაიზარდა და 1,12 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში მიწოდება შემცირდა 7,3%-ით და 822,76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ჩინეთის სავაჭრო სუფიციტმა  294,19 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 45%-ითაა გაზრდილი“, - ნათქვამია საბაჟო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ამასთან, რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილში 41,3%-ით გაიზარდა და 73 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები