დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის 24 ქალაქში გამარჯვების დღის აღლუმები გაუქმდა

რუსეთის 24 ქალაქში გამარჯვების დღის აღლუმები გაუქმდა

09-05-2023 11:04:45

რუსეთის 24 ქალაქის ხელისუფლებამ, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის საპატივცემულოდ დაგეგმილი აღლუმი გადადო. 

22 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ გამარჯვების დღეს 28 ქალაქში სამხედრო აღლუმები იგეგმებოდა. ამგვარად, გამოცემა ასკვნის, რომ 9 მაისის პატივსაცემად თითქმის ყველა აღლუმი გაუქმდა.

მოსკოვში აღლუმი კვლავ გაიმართება. მას სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

მოსკოვში ალექსანდრე ლუკაშენკოც ჩავიდა.

2022 წელს, მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმზე არც ერთი უცხო სახელმწიფოს ლიდერი არ იყო, კრემლმა განაცხადა, რომ ისინი თავად არ მოიწვია. 

რუსული ტელეარხების ეთერში, აღლუმის გადაცემას 40 წუთი დაეთმო.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თავის მხრივ განაცხადა, რომ აღლუმის პროგრამაში შემცირებები არ ყოფილა.

„ჩვეულებრივი აღლუმი მზადდება. სულ ეს შემიძლია ვთქვა. პრეზიდენტი ისაუბრებს, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, ”- თქვა პესკოვმა (ციტატა ინტერფაქსიდან).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები