დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთი საქართველოში სუფთა ჯიშის სანაშენე ცხენების მთავარი იმპორტიორია

რუსეთი საქართველოში სუფთა ჯიშის სანაშენე ცხენების მთავარი იმპორტიორია

24-04-2023 13:30:04

პირველ კვარტალში საქართველოში 2.80 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი,  ჯიშიანი სანაშენე ცხენების იმპორტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებლებთან 6%-იან ზრდას აჩვენებს.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2.65 ათასი დოლარის ცხენების იმპორტი განხორციელდა. 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 3.17 ტონა ცოცხალი, ჯიშიანი სანაშენე ცხენების იმპორტი განხორციელდა, რომლის 100%-ის იმპორტი რუსეთიდან შემოვიდა.

ანალოგიურად რუსეთზე მოდის 2022 წლის პირველ კვარტალშიც საქართველოში განხორციელებული ცხენების იმპორტი.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით ღირებულებით ნაწილში, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ცხენების იმპორტი 2015 წელს დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 28.70 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი ჯიშიანი სანაშენე ცხენები იყიდა. 

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2022 წელს საქართველოში 10.25 ათასი დოლარის ღირებულების, 11.26 ტონა ცხენების იმპორტი განხორციელდა, რომლის 90%-იც საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა, ხოლო 10%-ი ყირგიზეთიდან. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები