რუხის საავადმყოფოს სხვადასხვა სერვისი დაემატა და მრავალპროფილური გახდა.
მულტიფუნქციური სივრცე რეგიონის მასშტაბით, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასობით პაციენტის მიღებას შეძლებს.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„კლინიკა სულ ორი თვეა მუშაობს, ასე ვიტყოდი, ნაწილობრივი დატვირთვით. ვფიქრობ, შედეგი ძალიან კარგია და მომავალი წლის პირველ ნახევარში სრულად იქნება დატვირთული. მნიშვნელოვნად გაიზრდება კლინიკაში პაციენტების რაოდენობა. იგი სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უახლესი
1 საათის წინ
Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა2 საათის წინ
მეღვინეობა „ჩელთი“ ჩეხეთის ბაზარზე შევიდა15 საათის წინ
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს