2024 წლის სექტემბერში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობის ჯგუფის ტარიფებმა დაიკლო. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში 2023 წლის სექტემბერთან შედარებით კავშირგაბმულობის ჯგუფში ტარიფები 12.8%-ით შემცირდა. იგივე კავშირგაბმულობის ჯგუფის ფასების 2024 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა.
„ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა“, - განმარტავენ საქსტატში.
მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასების შემცირება ფიქსირდება საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში. საანგარიშო პერიოდში ამ ჯგუფში ფასების კლებამ 2,9%-ი შეადგინა. 1,5%-იანი კლებაა ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში.
ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ჯგუფში ფასებმა წლიურ ჭრილში 1,4%-ით დაიკლო, ხოლო დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში 1,1%-ით.
რაც შეეხება სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს აქ სექტემბერი სექტემბერთან შედარებით ფასების კლება 0,3%-ზეა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
1 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა14 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები