11 იანვარს საქართველოს კინოთეატრები რამდენიმე ფილმის პრემიერა გაიმართება. როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს კინოთეატრების მფლობელ კომპანია Cavea Cinemas-ში განუცხადეს, 11 იანვარს დაგეგმილია ფილმების „მეფუტკრე“, „პრისილა: ელვისი და მე“ და "ოღონდ შენ არა" პრემიერა.
„მეფუტკრე“ ახალი მძაფრსიუჟეტიანი ტრილერია, Suicide Squad-ის რეჟისორისგან, სადაც მთავარ როლს ჯეისონ სტეითემი ასრულებს და ის მეფუტკრედ გვევლინება.
ასევე, 11 იანვრიდან, კინოეკრანებში შეგეძლებათ ნახოთ სოფია კოპოლას ფილმი „პრისილა: ელვისი და მე“. ბიოგრაფიულ, დრამა, მუსიკალური ჟანრის ფილმში მთავარ როლებში ჯეიკობ ელორდი, კეილი სპენი და სოფია კოპოლა ასრულებენ.
2024 წლის რომანტიკული კომედიის სეზონი ახალი ფილმით, იხსნება- "ოღონდ შენ არა".
11 იანვრიდან კინოეკრანებზე "ტოპ განი: მავერიკის" და სერიალ "ეიფორიას" ვარსკვლავებს სიდნი სვინს და გლენ პაუელს კინოეკრანებზე იხილავთ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი