ქვეყანაში ყველაზე მეტი ფილიალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესს" აქვს. სებ-ის საიტზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით „რიკო ექსპრესი“ ქვეყნის მასშტაბით 55 ფილიალის მფლობელი იყო და ის 6 ფილიალით წინ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "კრედიტსერვისი+“-ს. მისო "კრედიტსერვისი+" მეორე კვარტლის მდგომარეობით 49 ფილიალის მფლობელი იყო. მისოებს შორის ყველაზე მეტი ფილიალებით, მესამე ადგილს სს. მისო "კრისტალი" იკავებს, რომელსაც 48 ფილიალი აქვს.
რომელ მიკროსაფინასნსო ორგანიზაციას აქვს ყველაზე მეტი ფილიალი - TOP-10
შპს. მისო "რიკო ექსპრესი" - 55
სს. მისო "კრედიტსერვისი+" - 49
სს. მისო "კრისტალი" - 48
სს. მისო "სვის კაპიტალი" - 30
შპს. მისო "ლიდერ კრედიტი" - 27
შპს. მისო "ბერმელი" - 27
სს. მისო "ინტელექსპრესი" - 23
სს. მისო "ლაზიკა კაპიტალი" - 20
სს. მისო "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" - 18
შპს. მისო "ფემილი კრედიტი" - 13
შპს. მისო "სმარტ ფინანსი" - 12
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა