ივლისის მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 561 184 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო 19%-ი Mastercard-ზე.
სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 31 ივლისის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 119 644 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 105 863 ერთეულს.
ხოლო 335 677 ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა.
თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის ივლისში 2023 წლის ივლისთან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 16%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 26%-ითა გაზრდილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ივლისში ივნისთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობა თითქმის 0,2%-ითაა შემცირებული, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით კლება 0,5%-ია.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია