2024 წლის ნოემბერში კომერციული ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 28 247,10 მლნ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით 1%-იანი კლებაა, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მიმდინარე მონაცემები 12%-ითაა გაზრდილი.
სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ნოემბრის ბოლოსთვის ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 28 545,72 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში - 25 158,13 მლნ ლარი.
არსებულ დეპოზიტებში 42%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის, სადაც 1 წელზე მეტი ვადიანობის დეპოზიტები ლიდერობენ. 2024 წლის ნოემბერში ვადიანი დეპოზიტების მაჩვენებელმა 14 672,30 მლნ ლარი შეადგინა.
ნოემბრის მონაცემებითვე, დეპოზიტების საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 10,20%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 10,10%-ის დონეზე იყო. ვადიანი დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი ნოემბერში 11,05%-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების 8,25%-ზე.
უახლესი
44 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა