Tri Media Intelligence-ს მიერ შედგენილი სატელევიზიო რეიტინგით, ყურებადობის მიხედვით ტელეკომპანია „იმედი“ კვლავ ნომერ პირველი ტელევიზიაა. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. მისი განმარტებით, „იმედს“ ამჯერად 20,99%-იანი მაჩვენებელი აქვს და რეიტინგით სხვა ტელევიზიებს საკმაოდ უსწრებს.
„საკმაოდ საინტერესო კვირა გაქვს, სამუშაო იწყება ყველა კუთხით, მათ შორის სახელმწიფო საჯარო სტრუქტურებში და ველით რამდენიმე საინტერესო მიმოხილვას, მათ შორის სებ-ის მიმოხილვას, სადაც საინტერესო ტენდენციებს ვნახავთ. თუმცა მანამდე განახლებული სატელევიზიო რეიტინგი გამოქვეყნდა, Business Insider Georgia TRI MEDIA INTELLIGENCE-ს (TMI) რეიტინგებს ყოველთვის ადევნებს თვალყურს და შესაბამისად ყოველი თვის განახლებულ რეიტინგებს გაწვდით. რეიტინგში პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ტელეკომპანია „იმედია“, რომელსაც 20,99%-იანი მაჩვენებელი აქვს. „იმედის“ რეიტინგი რამდენიმეჯერ აღემატება ერთად აღებული 3 ოპოზიციური ტელეკომპანიის მაჩვენებელს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე შეტევა, სწორედ ეს არის ის რაც არ მოსწონთ. ეს მაჩვენებელი იქნება მზარდი და ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სატელევიზიო აუდიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა ტელეკომპანია „იმედს“ და დიახ, როდესაც ეს მაჩვენებელი არ იცვლება, ეს ნიშნავს ერთ მარტივ რამეს, ეს არის სწორი გზა და სხვა დანარჩენ შემთხვევაში სამივე ოპოზიციური ტელევიზიის ერთად აღებულ რეიტინგებს ხედავთ.
თუ შევხედავთ რეიტინგში ბოლო ადგილებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მაჩვენებლები მაინცადამაინც არაფერი არ იკითხება. მათი მაჩვენებლები 0,01-0,07%-ია. აქ არის რამდენიმე ტელეკომპანია: „გურჯანი“, BMG, „მიუზიკ ბოქსი“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს აქვთ დიდი ამბიცია Free Business-ისა არ იყოს, მაგრამ მაინც 0,01%-ში რჩებიან. არა უშავს, მეტი ვიმეცადინოთ, როდესაც დავიწყებთ შეჯიბრს კვალიფიკაციურ მედიასთან“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
უახლესი