დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ იმ პრემიუმ ბრენდებთან, რომლებმაც 2013 წლიდან ჩვენ აგვირჩიეს ექსკლუზიურ წარმომადგენლებად საქართველოში -  Barcon

მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ იმ პრემიუმ ბრენდებთან, რომლებმაც 2013 წლიდან ჩვენ აგვირჩიეს ექსკლუზიურ წარმომადგენლებად საქართველოში - Barcon

13-01-2025 10:00:00

ვცდილობთ გავაფართოოთ ჩვენი ასორტიმენტი მხოლოდ საუკეთესო პროდუქციით, ასევე მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ იმ პრემიუმ ბრენდებთან, რომლებმაც საქართველოში ექსკლუზიურ პარტნიორად Barcon-ი აირჩიეს, - ამის შესახებ კომპანია Barcon-ის დამფუძნებელმა ივანე კალანდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სწორედ 2024 წელს შეიქმნა მსოფლიოში პირველი ქართულად ბრენდირებული გამათბობელი.

თუ როგორი იყო კომპანიისთვის გასული წელი და რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, დეტალებზე Business Insider Georgia-ს Barcon-ის დამფუძნებელს ივანე კალანდიას ესაუბრა. 

როგორ აფასებს Barcon-ი 2024 წელს, რა მიმართულებით იყო ის გამორჩეული კომპანიისთვის და ასევე საინტერესოა გაყიდვების მაჩვენებელი როგორ გაიზარდა?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც, როგორც ყველა სხვა ბიზნეს სექტორს, საკმაოდ კომპლექსური და გამოწვევებით დატვირთული წელი გვქონდა, საბოლოო ჯამში წელს მაინც დადებითად ვაფასებთ, რადგან წლიურ ჭრილში გაყიდვების მაჩვენებელი 1.4-ჯერ გაიზარდა.

კომპანიამ გასულ წელს მოახერხა თუ არა ახალი ბრენდის დამატება, ან თუ ხართ მოლაპარაკებების რეჟიმში რომელიმე ცნობილ ბრენდთან?

ყოველ წელს ვცდილობთ გავაფართოოთ ჩვენი ასორტიმენტი მხოლოდ საუკეთესო პროდუქციით, ასევე ძალიან მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ იმ პრემიუმ ბრენდებთან, რომლებმაც 2013 წლიდან ჩვენ აგვირჩიეს ექსკლუზიურ წარმომადგენლებად საქართველოში, რასაც თავის მხრივ წინ უდიდესი შრომა და გამოწვევები უძღოდა.

2024 წელს გვქონდა შესანიშნავი სიახლე შეიქმნა მსოფლიოში პირველი ქართულად ბრენდირებული გამათბობელი, თუმცა კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლეებს 2025 წელს შემოგთავაზებთ. ერთ-ერთ სიახლეს კი აქვე გაგიმხელთ, იქმნება პირველი დეკორატიული ვიზუალის გარე გამათბობელი, რომელსაც, როგორც ჩვენს ყველა გარე გამათბობელს, რეალური სითბური ეფექტი ექნება ღია სივრცეში.

2024 წელს კომპანიამ სავაჭრო ობიექტების რაოდენობის ზრდა მოახდინა თუ არა და რა გეგმებია ამ მიმართულებით 2025 წლისთვის?

გარე სივრცის კეთილმოწყობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, როგორც დედაქალაქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდით, რომ რეგიონებშიც სრულყოფილი კონსულტაციის გაწევას ვახერხებთ, როგორც ონლაინ პლატფორმების, ასევე ადგილზე კონსულტირების საშუალებით. რაც შეეხება პროდუქციის და სერვისის მიწოდებას, უზრუნველყოფილია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Barcon-ის გაყიდვების რა პროცენტი მოდის ფიზიკურ პირებზე და რა პროცენტი იურიდიულ პირებზე? რა ტიპის კომპანიები არიან თქვენი მომხმარებლები?

ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებებით. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების 77-80% დღემდე კერძო სექტორზე მოდის, ფიზიკური პირების რაოდენობაც ყოველ წელს იზრდება, რადგან სულ უფრო მიღებული პრაქტიკა ხდება საკუთარი სახლების, აივნების/ვერანდების/ეზოების ნებისმიერ სეზონზე ათვისების პრაქტიკა, რაც განტვირთვის, ასევე უახლოესი ადამიანების შემოკრების საშუალებას იძლევა.

ბიზნესის მიმართულებით ლიდერობას მაინც HORECA სექტორი ინარჩუნებს, თუმცა ყოველწლიურად გვემატება ახალი ინდუსტრიები სამედიცინო, სამშენებლო-დეველოპერული, საავტომობილო, სასურსათო, სამეურნეო, სასათბურე, სილამაზის და ასე შემდეგ. ასევე, ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სექტორთანაც და აქტიურად ვმონაწილეობთ ტენდერებში.

სავარაუდოდ, გაყიდვები სეზონური იქნება, მაგრამ წლიურ ჭრილში გაგრილების სისტემებზე უფროა მოთხოვნა თუ გათბობის სისტემებზე?
მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანიის ისტორია გარე გამათბობლებიდან იწყება, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება გათბობის კუთხით შედარებით დიდია, თუმცა განსაკუთრებით ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მოთხოვნამ გარე გაგრილების სისტემებზე, რომელიც იდეალურია ადგილობრივი მიკროკლიმატის შესაქმნელად, არის ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად ენერგოეფექტური.

თქვენ გაქვთ ასევე გაქირავების სერვისიც, რამდენად ხშირად სარგებლობენ აღნიშნული სერვისით?

გაქირავების სერვისი ძალიან მოთხოვნადია, ფაქტობრივად ვერ ნახავთ ღონისძიებას გარე სივრცეში ჩვენი გამათბობლების გარეშე, თუმცა ნოემბრის ბოლოდან ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და ღონისძიებების ავტომატურმა გაუქმებამ, უდიდესი გავლენა მოახდინა გაქირავების სერვისზეც. 

რატომ უნდა მიანიჭონ მომხმარებლებმა უპირატესობა Barcon-ს და მის პროდუქციას? და რას ეტყოდით ადამიანებს რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება თქვენი პროდუქტის/მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით?
უფრო სწორად, რომ ვთქვათ ეს ის კატეგორია, რომელმაც რიგი მიზეზების გამო ჯერ-ჯერობით ვერ მიიღო შეძენის გადაწყვეტილება. პირველ რიგში გვინდა ვურჩიოთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, რადგან ბაზარზე არსებული ძალიან ბევრი შიდა სივრცის გამათბობელი, გარე გამათბობლად მოიხსენიება, ხოლო სარწყავი სისტემები-გარე გაგრილებად. ამ შეცდომას მარტივად აარიდებთ თავს ჩვენთან როგორც სატელეფონო, ასევე ონლაინ კონსულტაციის საშუალებით. შეგიძლიათ გვესტუმროთ ჩვენს ოფის-შოურუმში (ვაჟა-ფშაველას გამზ. 71).
ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გარე სივრცის გამათბობლის/გაგრილების სისტემის რეალური ეფექტი ყოველთვის გარე სივრცეში ვლინდება, შესაბამისად თუ ჩვენთან სტუმრობას ვერ ახერხებთ, ნებისმიერ დროს მზად ვართ მიგასწავლოთ თქვენთვის ხელსაყრელი ლოკაცია ,როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები