დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ეროვნულ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი - ივლისის სტატისტიკა

როგორია ეროვნულ ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი - ივლისის სტატისტიკა

26-08-2024 13:00:00

ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ერთ თვეში 0,2%-ით შემცირდა. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხების მოცულობამ 55 337,5 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელი 55 473,6 მლნ ლარი იყო.

თუ აღნიშნულ მაჩვენებლებს წლიურ ჭრილში გავაანალიზებთ, სახეზეა 19%-იანი ზრდა. 2023 წლის ივნისში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 46 364,8 მლნ ლარის დონეზე იყო.

მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 46%-ი იურიდიულ კომპანიებზე გაცემული სესხებია, ივლისის მაჩვენებლებით საუბარია 25 594,6 მლნ ლარზე. თვიურ ჭრილში კლება 1%-ია, ხოლო წლიურად  22%-იანი ზრდა. 

რაც შეეხება შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებს 2024 წლის ივლისის მდგომარეობით 29 742,9 მლნ ლარია, ზრდა ივნისთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით 17%-ი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები