დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია Best Western Tbilisi City Center-ის დატვირთულობა და რა გეგმები აქვს სასტუმროს

როგორია Best Western Tbilisi City Center-ის დატვირთულობა და რა გეგმები აქვს სასტუმროს

12-11-2024 16:00:00

თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ის დატვირთულობა წლიურ ჭრილში 10%-მდეა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მმართველი კომპანია GNSS Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი სანიკიძემ განუცხადა,  მუდმივად ხდება ანალიზი მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, რაც  GNSS Consulting-ს მიმდინარე მაჩვენებლების და სამომავლო გეგმების გაკეთების საშუალებას აძლევს.
„2024 წლის 10 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, როგორც ADR (Average daily price), ასევე დატვირთულობის მიმართულებით გვაქვს ზრდა. ADR გაზრდილია 10-15%-ით, ხოლო დატვირთულობაც ასევე 5-დან 10 %-მდე მერყეობს. Best Western Tbilisi City Center-ის საშუალო დატვირთულობა საშუალოდ 70%-ზე გვეჭირა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დამატებითი რესურსები მივმართოთ ახალ მარკეტინგულ კამპანიებზე. დღევანდელ რეალობაში ეს არის აზიური მარკეტი, საიდანაც დაინტერესება აქტიურად მოდის და იძლევა საშუალებას უახლოეს პერიოდში მათი წილი კიდევ უფრო გავზარდოთ. რაც თავის მხრივ თითოეულ მომხმარებელზე საშუალო დანახარჯსაც ავტომატურად გაგვიზრდის, რადგან სტატისტიკამ აჩვენა, რომ საკმაოდ კარგი მხარჯველუნარიანი სეგმენტია“, - აცხადებს გიორგი სანიკიძე.

კომპანია GNSS Consulting-ის მმართველმა პარტნიორი ამბობს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი აქტიურადაა ჩართული უცხოურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში.

„ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურ ოპერატორებთან. მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებზე. მარკეტინგული მიმართულებით ვიყენებთ ონლაინ და ოფლაინ პლატფორმებს“, - აცხადებს Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანიის მმართველი პარტნიორი.

ირკვევა, რომ ჩინეთის ბაზრების გახსნა სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ზე დადებითი ასახვა პოვა, ხოლო რაც შეეხება ინდოეთის ბაზარს - აქ გარკვეული პრობლემებია.

„ჩინეთის ბაზრის გახსნა, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ჩვენ ყველაზე კარგად დაგვეტყო, ასევე საინტერესოა ინდოეთის მიმართულებაც, რომელიც ამ ეტაპისთვის რიგ პრობლემებს განიცდის, ხშირ შემთხვევაში ვიზის ქონაც კი არ არის 100 %-იანი გარანტია საზღვარზე შემოსასვლელად“, - ამბობს გიორგი სანიკიძე.

Best Western Tbilisi City Center-ის მაგალითზე 7-დან 10%-მდე Best Western-ის ბრენდის ლოიალური მომხმარებელია.

„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომხმარებლების ლოიალური პროგრამის მიმართულებით და ამ ეტაპისთვის ჯავშნების 7-დან 10%-მდე ზუსტად ეს ლოიალური მომხმარებლები არიან, თუმცა დარწმუნებული ვართ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. ჩვენი ლოიალურობის პროგრამის მომხმარებლები სარგებლობენ როგორც ფასდაკლებით ასევე დამატებით იღებენ ქულებს თითოეული გატარებულ ღამეზე, რომელიც შემდგომში შეუძლიათ ასევე ჩვენი ქსელის სასტუმროებში განთავსებისთვის გამოიყენონ“, - აცხადებს GNSS Consulting-ისმმართველი პარტნიორი.

სასტუმრო საახალწლო ჯავშნებსაც აქტიურად იღებს და სწორედ საახალწლო დღეებში სასტუმროს 60%-ი უკვე დაჯავშნილია.

„ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად მუშაობს საახალწლო ჯავშნებთან დაკავშირებით, ნომრების დაახლოებით 60%-ზე მეტი საახალწლო პერიოდისთვის უკვე გაყიდულია. ასევე ვამუშავებთ მოთხოვნებს მეზობელი ქვეყნებიდან, საიდანაც აქტიურად შემოდის ინდივიდუალური ჯავშნები. საქართველო ხშირად საუკეთესო ლოკაციად განიხილება ჩვენი ქვეყნის აქტიურ სტუმარ მასპინძლობითა და უგემრიელესი ატმოსფეროთი, რომელიც ამ პერიოდში იქმნება. რაც შეეხება ივენთს, უკვე დასკვნით ფაზაზე ვართ, და ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მალე გავაცნობთ დეტალურ ინფორმაციას საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი სანიკიძე.

სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ი  ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს  და მის მენეჯმენტს სასტუმროს კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია:

  • სტუმარზე ორიენტირებული მომსახურება, რაც განსაკუთრებულ ემოციებს ანიჭებს თითეულ მომხმარებელს;
  • სასტუმროს სტრატეგიული მდებარეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში;
  • კომფორტული გარემო;
  • ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასები;

სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ი საერთო ჯამში 44 საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო ნომერს და 7 სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს აერთიანებს. სასტუმროს გააჩნია ასევე 3 საკონფერენციო სივრცე და ქართულ ევროპული რესტორანი.

„როდესაც სარესტორნო ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ გარდა იმისა, რომ ვთანამშრომლობთ ფერმერებთან, რათა წავახალისოთ სოფლის მეურნეობა რის შედეგადაც ვიღებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვრჩებით Win/Win პოზიციაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ემოცია, რომელსაც ჩვენს ობიექტზე იღებენ. მომსახურე პერსონალი, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობს, რაც აისახება კიდევაც ჩვენს ფიდბექებში, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებთან აქტიურად ვაწარმოებთ. მენიუს ფართო არჩევანი, რომელიც თითოეულ ჩვენ სტუმარს სთავაზობს ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევანს“, - აცხადებს Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ის მმართველი პარტნიორი გიორგი სანიკიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები