დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი იყო აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი - რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასება

როგორი იყო აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი - რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეფასება

05-09-2024 19:00:00

საკმაოდ წარმატებული ტურისტული სეზონი გვქონდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინების რაც სეზონის დასაწყისში იყო გამართლდა. 

„მიმდინარე სეზონზე საკმაოდ დადებითი მოლოდინები გვქონდა და შესაბამისად ის აქტივობები, რაც განვახორციელეთ შესაბამისად აისახა, როგორც სტატისტიკურ მონაცემებზე, ისე ზოგადად ტურისტულ სექტორზე. 

უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სტატისტიკით აჭარის რეგიონში ვიზიტების რაოდენობა უკვე 2 მლნ-ს აღემატება. ასევე საკმაოდაა გაზრდილი ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. საუბარია დაახლოებით 46%-იან ზრდაზე. ჩვენ მატება გაქვს ვიზიტების არამხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე, ისე მთლიან მუნიციპალიტეტებში. ტურისტულ საინფორმაციო ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ აჭარის მთლიან მუნიციპალიტეტებში ვიზიტების რაოდენობა, 7 თვის  მონაცემებით, 210 ათასი ვიზიტია, რაც  2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, 40%-იან ზრდას გულისხმობს.

გაზრდილია დაინტერესება და მოთხოვნა, როგორც ევროპული მიმართულებებიდან, ისე ტრადიციული სამიზნე ბაზრებიდან. ჩვენ მატება გაქვს ისეთი მიმართულებებიდან როგორიც არის ისრაელი, გერმანია, ბალტიის ქვეყნები. გაზრდილია ასევე ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა. 

აქტიურად ვაგრძელებთ PR და მარკეტინგულ კამპანიებს. ბოლო კამპანია რაც ახლა დასრულდა იყო ის, რომ 11 ქვეყანაში გვქონდა აქტიური მარკეტინგული კამპანია. დაახლოებით 2 თვიანი კამპანიის ფარგლებში საპრომოციო მასალას, დაახლოებით 100 მლნ-ზე მეტი წვდომა ჰონდა. 

ასევე აქტიურად მიმდინარებს პროექტები შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ უკვე წარმატებით ვაჯამებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია „გამომყევი აჭარაში“. კამპანიის პირველადმა შედეგებმა 200 მილიონ წვდომას გადააჭარბა. კამპანიის მონაწილე ინფლუენსერები და მოგზაურები ორი თვის განმავლობაში მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამ პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ აჭარის უნიკალურობები უფრო ფართოდ გაგვეცნო საზოგადოებისთვის. 

გარდა საერთაშორისო და შიდა კამპანიებისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთ პროექტებზე, რომელიც სერვისების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ტურისტული პროდუქტების ნაწილში გვქონდეს სიახლეები. უკვე 25 მარშრუტი გვაქვს, რომელიც არის მარკირებული და რომელზეც მუდმივად ხდება სერვისების გაუმჯობესება. აქტიურად ემატება საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები, კვების ობიექტები, სასტუმროები. ასე რომ ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლახან დასრულდა, აჭარა უკვე მომავალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება, რა დროსა აჭარაში ჩასულ ტურისტს უკვე ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურაც დახვდება. 

„აჭარაში ვიზიტების გაზრდილ ნაკადს რა თქმა უნდა თან ახლავს გაზრდილი საჭიროება, როგორც განთავსების ისე კვების ობიექტებში. ზოგადად სერვისებთან მიმართებაშია გაზრდილია მოთხოვნა. შესაბამისად, როგორც სახელმწიფო ისე ბიზნეს სექტორი აქტიურად გეგმავს ისეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც საჭიროა იმ კონკრეტულ ლოკაციაზე. უნდა ითქვას, რომ ტურისტულ მიმართულებებზე საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლების რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. თუ 2023 წლის მაჩვენებლებს ავიღებთ, მხოლოდ მთლიან მუნიციპალიტეტებში 100 ახალი ტურისტული ობიექტი შეემატა რეგიონს. 

რაც შეეხება 2025 წელს გაქვს მიმდინარე პროექტები. დღეს რაზეც აქტიურად ვმუშაობთ არის ის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას აქტიური ტურისტული მიზიდულობის ცენტრები. მაგალითად ჩირუხის მთაში იგეგმება ორ ზოლიანი ზიპლაინის გახსნა, რომელიც იქნება ევროპაში ყველზე გრძელი ზიპლაინი. ეს პროექტი კი მთლიანად ჩირუხის მთას ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარებს ბილიკის და სათვალთვალო კოშკის მშენებლობა, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალ წელს უკვე ვიზიტორთა ცენტრი და საპარკინგე ზონა დაემატება. ქობულეთთან ძალიან ახლოს იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე ექნება მოწყობილი ბილიკები, რაც ახალი ტურისტული შესაძლებლობა იქნება თვითონ რეგიონისთვის და ვიზიტორებისთვისაც. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ალპურ ზონაში. იგულისხმება ჩირუხის მთიდან სრულიად ახალი მარშრუტის გამართვა გოდერძის უღელტეხილამდე, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს დააკავშირებს. როგორც შვეიცარიის მთებში არის ალპური ზონის მარშრუტები, ვგეგმავთ ორი მუნიციპალიტეტის ალპური ზონით დაკავშირებას. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მთლიანად ახალი შესაძლებლობები შევთავაზოთ ვიზიტორებს. გარდა ამისა კურორტ გოდერძიზე არაერთი ახალი სასტუმროს მშენებლობა სრულდება, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება. იგივე ხდება ქალაქის საზღვაო ცენტრში და სხვა მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები