დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორი ენერგოპოლიტიკა აქვს ქვეყანას - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორი ენერგოპოლიტიკა აქვს ქვეყანას - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

04-11-2024 08:00:00

 „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს მთავარი თემა დღეს ენერგოპოლიტიკა იყო. რუბრიკის ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა თავის ანალიტიკურ ნაწილში ისაუბრა როგორც ენერგეტიკის სექტორის მთავარ ძირითად მაჩვენებლებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა Business Insider Georgia-ს ეკონომიკურ კალენდარზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი საკითხები წამოიწევს, თუმცა ყველაზე მთავარი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია. 

„Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდრის თანახმად მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ველოდებით, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი გამოკვეთილია ეკონომიკური ზრდის შეფასება, რომლის შესახებაც ჩვენ  Business Insider Georgia-ს პარასკევის გამოშვებაში ვისაუბრებთ. თუმცა ანამდე, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელი ეკონომიკური ზრდის ნაწილში გამორჩეული შედეგებით იყო და არის. ხაზი მინდა გავისვა, რომ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აღნიშნავდა, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს რამდენჯერმე მოუწიათ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა. 

რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ანალიტიკას, ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკაზე და ენერგო პოლიტკაზე. იმპორტის ნაწილში 99%-ი მოდის რუსეთზე, თუმცა განმარტებულია, რომ ეს არის აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, 2023 წლისთვის 89%-ი მოდის თურქეთზე, 6%-ი აზერბაიჯანზე, ხოლო 5%-ი სომხეთზე. რატომ მინდა გავამახვილო ყურადღება ექსპორტის ნაწილზე, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ამბიციურ გეგმაზე, რომ 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს  ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად არ უნდა ვყიდულობდეთ ელექტროენერგიას და იქეთ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ექსპორტი გავზარდოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ევროკავშირი და ცხადია ჩვენ ამისთვის შესაბამისი მზადება გაქვს.

ყოველთვის საინტერესოა თუ როგორია ელექტროენერგიის ტარიგები საქართველოში და სხვა ქვეყნებში. თუმცა როდესაც ელექტროენერგიის ტარიფზე ვსაუბრობთ საქართველოზე წინ ერთადერთი აზერბაიჯანია, სადაც საქართველოზე დაბალი ტარიფია დაფიქსირებული. თუმცა თუ შევხედავთ დანარჩენ ქვეყნებს, როგორც რეგიონის ისე ევროკავშირის ქვეყნებს. ელექტროენერგიაზე გაცილებით მაღალი ტარიფია დაფიქსირებული. ეს რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანობაზეც მეტყველებს, თუმცა იმ ენერგოპოლიტიკაზეც, რაც საქართველოს გააჩნია. და ცხადია შესაძლებელია, რომ ამ კუთხით მაჩვენებლები კიდევ უფრო იქნეს გაუმჯობესებული. 

თუ დავაკვირდებით ბუნებრივი აირის ტარიფსაც, ამ მიმართულებითაც კვლავ აზერბაიჯანია ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე დაბალი ტარიფი აქვს დაფიქსირებული. 

წყლის ტარიფთან მიმართებაში გეტყვით, რომ თუ ქვეყნების დედაქალაქების ჭრილში შევხედავთ სტატისტიკას, სახეზეა, რომ ყველაზე დაბალი ტარიფი არის თბილისში, ხოლო შემდეგ მოდიან ერევანი და ბაქო. 

მომხმარებლების უფლებების ნაწილში გეტყვით, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, მომხმარებლებს ჩამოეწერათ 49 006,61 ლარი. ანუ მომხმარებლის ობიექტურ აქტიურობას სემეკი ყოველთვის უპასუხებს. მთელი რიგი დაბალი ტარიფების მიუხედავად არის საკითხები, რომელიც მომხმარებელთა სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები