26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სააგენტო ავრცელებს.
26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს.
28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
აღმოსავლეთ საქართველიში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს.ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.
თბილისში 25-26 ივლისს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება.
უახლესი
54 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია