5-10 აგვისტოს კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.73% წინა კვირასთან შედარებით და - 6.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 538 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.05 - 41.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.18% წინა კვირასთან შედარებით და -1.93% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 481 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.90 - 28.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.81% წინა კვირასთან შედარებით და -4.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.55 - 10.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality