სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორი (FMCG) 2022 წელს მოსალოდნელზე მეტად, წლიური 37%-ით გაიზარდა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) კვლევაშია ნათქვამი.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ორგანიზებულ FMCG ბაზარზე მაღალი წლიური ზრდის ტემპებია მოსალოდნელია, რაც განპირობებული იქნება როგორც არსებული საცალო მოვაჭრეების გაფართოებით, ისე ახალი მოთამაშეების გამოჩენით.
დედაქალაქის ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ორგანიზებული საცალო მოვაჭრეებით, ხოლო რეგიონული ბაზარი საკმაოდ დაბალი პენეტრაციით ხასიათდება.
მიუხედავად ორგანიზებულ ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციისა ჯერ კიდევ არის გაფართოებისა და ახალი მოთამაშეების გამოჩენისა და ზრდის პოტენციალი. ფართო რეგიონულ კომპანიებთან შედარებით, ქართული კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია, რაც ძირითადად მძაფრი კონკურენტული გარემოთი აიხსნება.
2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა. დანახარჯების მოცულობის მიხედვით ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-კომერციის ზრდის პოტენციალისთვის. გლობალური ტრენდების გათვალისწინებით, FMCG სექტორის სამომავლო გზა დაკავშირებულია გაციფრულებასა და ელ-კომერციის მეტ განვითარებაზე“, - ნათქვამია კვლევაში. .
კომპანიების წილი FMCG-ის ბაზარზე:
კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბაზარზე მცირდება შედარებით მცირე ზომის კომპანიების წილი. 2022 წელს ისინი ბაზრის 13.8%-ს იკავებდნენ.
შედარებით მცირე კომპანიები:
2022 წელს ორგანიზებულ FMCG ბაზარზე უპირატესობა მცირე ფორმატის მაღაზიების გახსნას ენიჭებოდა. დანახარჯების მოცულობის მიხედვით ახალგაზრდა მომხმარებლების წილის ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-კომერციის ზრდის პოტენციალისთვის.
TBC Capital-ის პროგნოზით, გლობალური ტრენდების გათვალისწინებით, FMCG სექტორის სამომავლო გზა დაკავშირებულია გაციფრულებასა და ელ-კომერციის მეტ განვითარებაზე.
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება