2023 წელს ნამდვილად პოზიტიურად შევაფასებდი იმ კუთხით, რომ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა ჩვენს სფეროში, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე 2023 წელს. მისი თქმით, 2023 წელს ბევრი მნიშვნელოვანი რეგულაცია განხორციელდა ან დაიწყო.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სებ-ში განხორციელებულმა გარკვეულმა ცვლილებებმა არც თუ ისე კარგი პოზიტივი მოიტანა, თუმცა ყოველ შემთხვევაში რაც მოხდა მოხდა. იმედი გვაქვს, რომ სებ-ის ახალი მენეჯმენტი უფრო ინტენსიურად და შემართებით გააგრძელებს დაწყებულ საქმეს.
რაც შეეხება ზოგადად მოვლენებს, 2023 წლის მთავარი მოვლენა ღია ბანკინგის პირველი სერვისის პირველი ნაწილის დასრულება, რომლის საფუძველზეც ღია ბანკინგის სერვისები ყველა კომერციულმა ბანკმა გარეთ გადგა და გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ამ სერვისების გამოყენების. იმედი გვაქვს, რომ ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ახალი პროდუქტები. რამდენიმე ორგანიზაცია უკვე არის, რომელიც მიმდინარე ეტაპზე უკვე მუშაობს ღია ბანკინგის სერვისების მოპოვებაზე შესაბამისად სიახლეებიც დაანონსდება.
გარდა ამისა აღვნიშნავდი საერთაშორისო ორგანიზაციების საქართველოში შემოსვლას. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც შემოვიდა „ბიქეიენია“. ასევე ფინტექ კომპანიების რაოდენობა დაახლოებით, საუბარი მაქვს ოფიციალურად ლიცენზირებულ კომპანიებზე 2023 წელს 3 კომპანიით გაიზარდა. გარდა ამისა ბაზარზე GITA-ს და ფაი ჰანდრიტ-ის დაფინანსებით წამოვიდა ბევრი ახალი სტარტაპი. იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიები ბაზარზე მყარად დაიმკვიდრებენ თავს და შეძლებენ ბაზრის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ეს არის 2023 წლის დასაწყისში სებ-ის მიერ კრიპტო რეგულაციების შემოღება. სებ-მა მიიღო დებულება კრიპტო აქტივების სერვის პროვაიდერების რეგულირების შესახებ. დაამტკიცა მისი რეგისტრაციის და რეგულირების წესი, რაც ძალაში შევიდა და მის ფარგლებში პირველი ლიცენზია უკვე გაცემულია კიდეც. ვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ლიცენზია გაიცემა“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია (FIA) 2019 წელს ტექ ინდუსტრიის ლიდერთა ჯგუფის მიერ დაარსდა. დაარსების დღიდან FIA არის განათლების, ინფორმაციისა და კავშირების გაზიარების პლატფორმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს შორის. FIA ხელს უწყობს ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ფინანსური სერვისების განვითარებას და სექტორში რეგულაციების მოდერნიზაციას, ინკლუზიურობისა და ინოვაციურობის მხარდაჭერას. ასოციაციის წევრები არიან ინოვატორები, ბაზრის ახალი მოთამაშეები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებს და ქმნიან მეტად მოქნილ და ხელმისაწვდომ პროდუქტებს.
უახლესი
12 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი14 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს14 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა15 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა