დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობა - გიორგი კაკაურიძის განმარტება

როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობა - გიორგი კაკაურიძის განმარტება

13-12-2024 15:01:00

როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და მისასვლელი გზის მშენებლობა, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განმარტება გააკეთა. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ პროექტის დაწყება 2025 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა რესურსების გამო, გზის მშენებლობა 2026 წლამდე გადაიწევს.

„2025 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა პროექტის დაწყება, თუმცა არსებული რესურსებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტექნიკურ ნაწილში მოემზადება ამ გზის მშენებლობის დასაწყებად და სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება. ეს გზა არის პრიორიტეტი, რომ პორტთან იყოს მისასვლელი და პორტის და გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

იგივე თემაზე: 

აქტიურ ფაზაშია, აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება-შენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები - „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები