დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აღდგება უკრაინასა და საქართველოს  საბორნე მიმოსვლა

როდის აღდგება უკრაინასა და საქართველოს საბორნე მიმოსვლა

20-06-2024 15:22:00

უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეწყდა, მალე აღდგება.

ირკვევა, რომ კომპანია Ukrferry-ი პირველ რეისს ჩერნომორსკის პორტიდან (ოდესის ოლქი) 9 ივლისს შეასრულებს.

გემის გამოსვლა უკრაინული პორტიდან ასევე დაგეგმილია 16, 23 და 30 ივლისს. ხოლო ბათუმიდან - 13, 20 და 27 ივლისს. მგზავრობის დრო, შესაბამისად, 60 და 69 საათი იქნება

უკრაინასა და საქართველოს შორის საბორნე მარშრუტზე რეისებს 1987 წელს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი შეასრულებს, რომელიც Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშაა.

ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. მის ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება. ბორანი ასევე 250 მგზავრის გადაყვანასაც შეძლებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები