იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ჯედასა და აღმოსავლეთ აფრიკის ჯიბუტის შორის, წითელ ზღვაში ოთხი წყალქვეშა კაბელი დააზიანეს.
Globes-ის მიხედვით, საუბარია კომპანიების AAE-1-ის (აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპას ეგვიპტის გავლით), Seacom-ის (აკავშირებს ევროპას, აფრიკას, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკას), EIG-ის (აკავშირებს სამხრეთ ევროპას ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, ჯიბუტისთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ინდოეთი) და TGN-ის (აერთებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს) კაბელებზე.
აღნიშნულმა თავდასხმამ, ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტ კომუნიკაციაში დიდი შეფერხება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ყურის ქვეყნები და ინდოეთი. როგორც Globes-ი წერს, ზარალი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა კრიტიკული, ვინაიდან აზიის, აფრიკისა და ევროპის დამაკავშირებელი სხვა კაბელები იმავე რეგიონში გადის.
დაზიანების გამოსწორებას და აღდგენას შეიძლება დაახლოებით 2 თვე დასჭირდეს. სატელეკომუნიკაციო კომპანიები იძულებულნი იქნებიან მოძებნონ ისინი ვინც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას და, სავარაუდოდ, რისკებისთვის მაღალი პრემიის გადახდაც მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ 12 იანვრის ღამეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჰუსიტთა მეამბოხეების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელეს. საზღვაო კოალიცია სახელწოდებით Operation Prosperity Guardian 2023 წლის დეკემბერში წითელ ზღვაში გემების დასაცავად შეიქმნა.
შეერთებული შტატების მეთაურობით კოალიციის ძალებმა დარტყმა განახორციელეს 60-ზე მეტი სამიზნე 16 ლოკაციაზე, სადაც ჰუსიტი მებრძოლები არიან განლაგებული, - იტყობინება აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექს გრინკევიჩი.
მისი თქმით, ჰუსიტების აქტივები მოიცავს სამეთაურო და საკონტროლო დანაყოფებს, საბრძოლო მასალას, საწყობებს, გამშვებ სისტემებს, საწარმოო ობიექტებს და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა