დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რკო“ აშშ-ს ბაზარზე გავიდა

„რკო“ აშშ-ს ბაზარზე გავიდა

20-10-2024 00:01:00

ჩვენი პროდუქციის 70% გადის ექსპორტზე, ხოლო ნაწილს საქართველოში ვყიდით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანიის მფლობელმა თამარ მესარკიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის საინტერესოა აზიის ბაზარი და ჩინეთში გაყიდვების გაზრდა. ამ ბაზარზე ხელნაკეთი ნივთები სხვანაირად ფასდება“, - განაცხადა „რკოს“ დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ბენდისთვის საინტერესოა აშშ-ის ბაზარი, სადაც გასულ წელს შევიდნენ, თუმცა პირველი შეკვეთა წელს შეასრულეს.

„ახლახან გავაგზავნეთ ჩვენი პროდუქცია აშშ-ი. მოთხოვნა იყო უმეტესწილად ბავშვის ნაქსოვ ტანსაცმელზე. ეს იყო ქუდები, ჟაკეტები, ე.წ, ბოდეები. ეს არის 100% ნატურალურ პროდუქცია, რომელიც საქართველოშია დამზადებული.

ამ დროისთვის „რკოს“ ნაწარმი წარმოდგენილია საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთში, იაპონიაში“, - განაცხადა მეწარმემ.  

2016 წლის დეკემბერში, ქართულ ბაზარზე ბავშვის ტანსაცმლის ახალი ბრენდი – „რკო“ გამოჩნდა. კომპანია სამმა მეგობარმა: თაკო მეგრელიშვილმა, ნინო მესარკიშვილმა და თამუნა მესარკიშვილმა შექმნეს. “რკო” ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ნაჭრებისგან შექმნილ, ფერად ტანისამოსსა და აქსესუარებს სთავაზობს, 0-დან 10 წლამდე ასაკის გოგოებსა და ბიჭებს.

კომპანიას აქვს ერთი შოურუმი თბილისში, სადაც პროდუქციაა წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები