დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეზერვების დანიშნულება ზუსტად ამისთვისაა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო - ლევან დავითაშვილი

რეზერვების დანიშნულება ზუსტად ამისთვისაა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო - ლევან დავითაშვილი

24-10-2024 13:13:00

იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ხედავს წინაპირობას, რომ არსებობს გარკვეული გაურკვევლობით გამოწვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რა თქმა უნდა სებ-მა რეზერვები უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა. პირველი ვიცე პრემიერის თქმით, სებ-ი იღებს გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ეს არის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებში.

„არაერთხელ მისაუბრია, რომ ჩვენ იმისთვის გვჭირდება მაკროეკონომიკური ჯანსაღი პარამეტრები, რომ ქვეყანას ჰქონდეს საშუალება გარკვეულ გაუთვალისწინებელ ეკონომიკურ ფაქტორებს გაუმკლავდეს - ავიცილოთ შოკები ეს იქნება შიდა თუ გარე, და იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი ხედავს წინაპირობას, რომ არსებობს გარკვეული გაურკვევლობით გამოწვეული პანიკური პროცესების საფრთხე, რა თქმა უნდა სებ-მა ის რეზერვები უნდა გამოიყენოს. ამ რეზერვების დანიშნულება ზუსტად ამისთვისაა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო. ბუნებრივია, რომ სებ-ი იღებს გადაწყვეტილებას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და ეს არის საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებში. ბუნებრივია, რომ ეს ინტერვენციები არის გათვლილ და შესაბამისად, როცა საჭიროა სებ-ი ახდენს სავალუტო რეზერვების რეალიზებას და როცა საჭირო სებ-ი სავალუტო რეზერვებს ივსებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები