დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

10-02-2025 16:23:00

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტისთავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა  2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

 

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დოკუმენტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს დამასში ასახულია როგორც საკანონმდებლო მიმართულებები, ასევე დეცენტრალიზაციისსტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საზედამხედველოფუნქციიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანერთად საკომიტეტო მოსმენების გამართვა.

 

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვისწარმოდგენილ 2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა დაგანვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის,ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)" მეორე ცვლილების თაობაზეციმსჯელეს.

 

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განმარტებით,სასესხო შეთანხმების ცვლილების თანახმად, იცვლება სესხის დახურვის თარიღი დანაცვლად 2026 წლის 31 მარტისა და სესხის დახურვის ვადად 2027 წლის 31 მარტიგანისაზღვრება. მისივე თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისსამინისტროს მომართვის საფუძველზე, ცვლილება ხელშეკრულებიდან ერთ-ერთიპუნქტის ამოღებასაც ითვალისწინებს.

 

სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ისაუბრა. მისითქმით, სასესხო თანხით მრავალკომპონენტიანი პროექტები დაფინანსდა, როგორიც არისადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის მათთან წვდომის გაუმჯობესება, ზოგადიგანათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის ამაღლება, უმაღლესიგანათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება და უმაღლესგანათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

 

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები