კომპანია Cable.co.uk-მა 237 ქვეყანაში მობილური ინტერნეტის ტრაფიკი გააანალიზა, რათა შეედარებინა ქვეყნების მიხედვით 1 GB ინტერნეტის ღირებულება. საქართველო 156-ე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მობილური ინტერნეტი ყველაზე ხელმისაწვდომია.
საქართველოში 1 GB მობილური ინტერნეტის ტარიფი 5 ლარია, რაც 1.91 დოლარია.
Cable.co.uk-ის თანახმად, რეგიონულ ჭრილში საქართველოში ინტერნეტის ტარიფი ყველაზე მაღალია. რადგანაც სომხეთში (88-ე ადგილი) 1 GB მობილური ინტერნეტი 0.98 დოლარი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში (146-ე ადგილი) 1.76 დოლარი.
რეიტინგის თანახმად, ისრაელი გთავაზობთ ყველაზე იაფ მობილურ ინტერნეტს. საშუალო ფასი 1 GB ინტერნეტზე აქ 0.02 დოლარია.
შეერთებული შტატები რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნად, რომელიც მობილური ინტერნეტის ღირებულებით მსოფლიოში 219-ე ადგილზეა. აქ 1 GB ინტერნეტზე საშუალო ფასი 6 დოლარია.
237 ქვეყანას შორის, რომლის მონაცემების გაანალიზებაც მოხდა ინტერნეტი ყველაზე ძვირი ზიმბაბვეშია: ამ ქვეყანაში 1 GB მობილური ინტერნეტისთვის 43,75 დოლარის გადახდა მოგიწევთ, ეს კი ორ ათასჯერ უფრო ძვირია ვიდრე 1 GB ისრაელში.
მობილური ინტერნეტის შესაძენად ყველაზე ძვირადღირებული ათი ქვეყნიდან ხუთი აფრიკაში მდებარეობს.
TOP-10 ქვეყანა, სადაც 1 GB ინტერნეტი ყველაზე იაფია:
1. ისრაელი - $0.02
2. იტალია - $0.09
3. ფიჯი - $0.09
4. სან მარინო - $0.10
5. კამბოჯა - $0.12
6, პაკისტანი - $0.12
7. ინდოეთი - $0.16
8. ყირგიზეთი - $0.17
9. საფრანგეთი - $0.20
10. კოლუმბია - $0.20
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა