დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეგიონებში გაიზარდა ბარათებით გადახდები, რაც ხელს უწყობს  შემოსავლების აღრიცხვას  - შოთა ბურჯანაძე

რეგიონებში გაიზარდა ბარათებით გადახდები, რაც ხელს უწყობს  შემოსავლების აღრიცხვას  - შოთა ბურჯანაძე

27-11-2023 10:54:59

გამოწვევებისა და ევროპული ნაკადების კლების მიუხედავად, ტურიზმის ინდუსტრიისთვის წელს მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან საქართველოს 
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე საუბრობს.

მისი თქმით, განსაკუთრებით დიდ იმედს იძლევა შემოსავლების ზრდა, რაც მიმდინარე 9 წლის მდგომარეობით ფიქსირდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ბურჯანაძე  რეგიონებში ბარათებით გადახდებს უკავშირებს, რაც თავის მხრივ შემოსავლების აღრიცხვას უწყობს ხელს.

,,წლევანდელი სეზონი გარკვეულწილად წინათ გამოირჩევა იმით, რომ რაოდენობრივად არ გვყავს ბევრი სტუმარი, მაგრამ ტურიზმმა უკვე რეკორდული  შემოსავალი მიიღო. 3,3 მილიონი დოლარი ფიქსირდება 9 თვის (იანვარი-სექტემბერი) მდგომარეობით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამ პარამეტრის მიხედვით, ეკონომიკურ ზრდაში ტურიზმის წვლილი საკმაოდ მაღალია. გარკვეულწილად მოიმატა მაღალმხარჯველი ვიზიტორების რაოდენობამ, თუმცა მნიშვნელოვანია  ფისკალური ფაქტორი, რაც რეგიონებში ბარათების გადახდის სისტემის დანერგვას უკავშირდება და აქამდე რაც აღურიცხავი იყო, მოწესრიგდა და გადასახადებზეც დადებითად აისახა", - ამბობს შოთა ბურჯანაძე. 

მისი შეფასებით, წელს ტურიზმზე  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აგრეთვე საქართველოში სამივე აეროპორტში დამატებულმა და განხორციელებულმა პირდაპირმა ფრენებმა -  აზიის, ევროპის და არაბული ქვეყნების მიმართულებით. 

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული წარმატების მიუხედავად, გამოწვევად რჩება კადრები, რომელიც დიდ სიმცირეს განიცდის და სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები